-
2019-04-24 12:56
თამთა გოდუაძე ევროვიზია 2019-ზე კვიპროსის სახელით გამოდის.
სიმღერამ , რომლითაც ის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე წარსდგება, დიდი მოწონება დაიმსახურა,
ცოტა ხნის წინ კი ევროვიზიის ფარგლებში, მედიასთნ შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ის საქართველოდანაა,
ხოლო "ევროვიზიაზე" კვიპროსის სახელით გამოდის.
ჟურნალისტმა მომღერალს საყვარელ დიზაინერზეც ჰკითხა ,თამთამ კი აღნიშნა,რომ დიდ უპირატესობას
ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს ანიჭებს და დემნა გვასალიას სამოსს ხშირად ირგებს:"მე მაინც ქართველ
დიზაინერს დავასახელებ, რადგან ჩემს ქვეყანას ვუჭერ მხარს და ეს არის დემნა გვასალია"
შეგახსენებთ, რომ თამთა სიმღერით Replay თელ-ავივში კვიპროსის სახელით იმღერებს.
მარიამ ნებიერიძე