
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა ბორდოში 13 მლნ დოლარამდე ღირებულების ღვინო გაანადგურა. ამის შესახებ იუწყება New York Post-ი.
ღვინის კომპანიის Sovex Grands Châteaux-ის ქარხნის საწყობში გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 2 მლნ ბოთლი ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები გაანადგურა.
აუცილებელი გახდა 80-მდე თანამშრომლის ევაკუაცია. ადგილობრივი მედიის ცნობით, 60 მეხანძრე 15 საათის განმავლობაში ებრძოდა მძვინვარე ხანძარს. შემთხვევა გუშინ, 18 აპრილს მოხდა. ბორდო საფრანგეთის ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელი რეგიონია. ამ რეგიონში ამზადებენ ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოებს მსოფლიოში.