-
2019-04-19 19:21
ჩამოშლილი მიწა ჭავჭავაძის გამზირზე და ორი გარდაცვლილი მუშა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ხიმინჯ სერვის 2-ის” დირექტორი დააკავა. საგამოძიებო უწყება ოთარ ცნობილაძეს უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება.
შსს-ის ინფორმაციით, “ხიმინჯ სერვის 2-ის” მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს. უწყების ცნობით, დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.