ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს

Image

ლივერპული პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი საუკეთესო შანსს ფლობს. ჩემპიონობისკენ მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მერსისაიდელებმა ჩელსის (2:0) დამარცხებით გადადგეს.

 

 

მეორე გოლი მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა, რომ ლივერპული დარჩენილ ოთხ ტურში გამარჯვების შემთხვევაში ტიტულის მოგებას შეძლებს.

 

„ჩემი აზრით, საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმედი გვქონდეს, რომ მანჩესტერ სიტი ქულებს დაკარგავს.

 

მე არ ვაკვირდები სიტის შედეგებს, ეს ჩვენ არ დაგვეხმარება. ჩვენი მთავარი მიზანი გოლების გატანა და მატჩების მოგება უნდა იყოს. უნდა მოვიგოთ დარჩენილი 4 შეხვედრა და ჩემპიონები გავხდებით. 

 

ჩემს შესაჩერებლად მეტოქის ორი ან სამ მცველი გადმოდის, რაც სადიო მანესა და რობერტო ფირმინოს მეტ თავისუფლებას აძლევს. სწორედ ამის ხარჯზე შეძლეს მათ და წინა სეზონთან შედარებით უფრო მეტი გოლი გაიტანეს. მათი წარმატება მახარებს.

 

საწუწუნო რა მაქვს, ბედნიერი ვარ. გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. პრემიერლიგა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“,-თქვა პრემიერლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა.

 

ამ სეზონში, სალაჰმა პრემიერლიგაში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მოაგროვა, რითაც სერხიო აგუეროსთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირია. 

რედაქტორის რჩევით

18-20 ივლისს, ბათუმი შავი ზღვის მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

2019-06-19 12:05
18-20 ივლისს, ბათუმი შავი ზღვის მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს.

კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ახალ ფილმზე მუშაობა დაასრულა

2019-06-18 17:16
კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ახალ ფილმზე მუშაობა დაასრულა.

ქართულ დოკუმენტურ ფილმებს ბოლონიის კინოფესტივალზე აჩვენებენ

2019-06-18 16:51
ქართულ დოკუმენტურ ფილმებს ბოლონიის კინოფესტივალზე აჩვენებენ.

„ვეტმანის“ ჩვენებაზე ოთხი ქართველი მოდელი გამოვა

2019-06-18 16:47
„ვეტმანის“ ჩვენებაზე ოთხი ქართველი მოდელი გამოვა.
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0995
0.0088
100
RUB
 - 
4.3046
0.0195
1
USD
 - 
2.7664
0.0105

გუშინ:

ჰიტები:562 უნიკალური:448

მიმდინარე:

ჰიტები:334 უნიკალური:251