უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობის მცდელობა - ამ დრომდე მძიმეა 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუსთავის მე-20 მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.გოგონა მრავლობით დაზიანებებით კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
კორპუსის სახურავზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდინარეობს გამოძიება.