14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად,
მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის,
როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დედაენის ძეგლთან ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
მარიამ ნებიერიძე