-
2019-04-08 17:18
ლიბიის დედაქალაქთან საომარი მოქმედებები გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულ კონფლიქტს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავებულია 27-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ლიბიის ე.წ. ეროვნული არმია, გენერალ ჰალიფა ჰაფ-ტარის ხელმძღვანელობით, უკვე მეხუთე დღეა ქვეყნის დედაქალაქს უტევს.
მათ ტრიპოლის აღმოსავლეთ რაიონებზე პირველი საჰაერო იერიშიც მიიტანეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც საერთაშირისო გაერთიანება უჭერს მხარს, შეტევა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. ვითარების ესკალაციის გამო, ლიბიიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ამბოხებულ გენერალს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა ოფიციალურმა ვაშინგტონმაც.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43