ნატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს - ალიანსმა სქემაში საქართველო და უკრაინაც ჩართო

Image

ნატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

 

ალიანსმა საიუბილეო მინისტერიალზე ღონისძიებათა ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც საქართველოსთვის ნატოს მხარდაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს და გულისხმობს ალიანსის სამხედრო გემების უფრო მეტ ვიზიტს შავ ზღვაში, ასევე ერთობლივ საზღვაო და სახმელეთო სწავლებებს.

"რუსთავი 2"-ის შეკითხვის საპასუხოდ, გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს ვაშინგტონის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება.

 

„ჩვენ შავი ზღვის რეგიონში ძალისხმევას ვაფართოებთ. ახლახანს შევთანხმდით პაკეტზე, რომელიც გულისხმობს, უფრო მეტ მეთვალყურეობას, სწავლებებს და ყველა საკითხს, რომელიც, მტკიცედ გვჯერა, რომ მართებულია შავი ზღვის რეგიონისთვის და რა თქმა უნდა, ასევე ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან. ნატოს მოკავშირეები შავ ზღვაზე არიან თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ასევე, ახლო პარტნიორები - საქართველო და უკრაინა შავი ზღვის ქვეყნებია.

 

„ჩვენ მათთან ვმუშაობთ და ვიდრე ახლა ვლაპარაკობთ, ნატოს ერთ-ერთი მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფი შავ ზღვაზეა განთავსებული და საქართველოს და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან წვრთნებს ატარებს. ეს უჩვენებს, რომ ნატომ გაზარდა თავისი ყოფნა, შავ ზღვის რეგიონში სამხედრო-საზღვაო ძალების მეტი წარმოდგენით. ჩვენ რუმინეთში მრავალეროვნული ბრიგადა გვყავს და რეგიონში საჰაერო პატრულირება გვაქვს. ასე, რომ ნატო იქ წარმოდგენილია და ახლო პარტნიორებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას აძლიერებს,“ - განაცხადა ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა შეაფასა. მაიკ პომპეომ რუსული აგრესია ალიანსის გამოწვევად დაასახელა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინი, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ხელყოფისა და ალიანსის გახლეჩვის მცდელობის გამო.

წყარო: რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !