რუსეთში მასშტაბური სამხედრო სწავლებები ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ტარდება.
წვრთნები კალინინგრადის რეგიონში რუსული საზღვაო ძალების ბალტიის ზღვის ფლოტის მონაწილეობით გაიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო ძალებმა 20-მდე სამხედრო ხომალდის გამოყენებით, ბალტიის ზღვაზე მოწინააღმდეგის განადგურებაში ივარჯიშა.
წვრთნები მძიმე ტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებშიც ჩატარდა.