
ნიკოლას ქეიჯმა ქორწინებიდან ოთხ დღეში სასამართლოში მისი ანულირება მოითხოვა.
ყვითელი პრესა თვეების წინ ჰოლივუდის მსახიობის, რიგით მეოთხე ქორწინებაზე ალაპარაკდა. წყვილმაც
არ დააყოვნა და რამდენიმე დღის წინ იქორწინა კიდეც, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შეიძლება
გამხდარიყო ნიკოლასის უკმაყოფილების მიზეზი, მაგრამ ფაქტია, მან ქმრის ამპლუაში თავი
კომფორტულად ვერ იგრძნო.
უცხოური მედია 23 წლის ერიკა კიოკეს უკვე ქეიჯის ყოფილ მეუღლედ მოიხსენიებს.
მარიამ ნებიერიძე