
სვანეთში, მყინვარ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად პოლონეთის მოქალაქე დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.