
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.
სამართალდამცავებმა 20 წლის ახალგაზრდა აიყვანეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 26 მარტს დიდ დიღომში 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და მიიმალა.
სამართალდამცავების მიერ ამოღებულია ცივი იარაღი-დანა, რომელიც დანაშაულში ფიგურირებდა.