"ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ, ნეტავი"-ლადო ასათიანი. . . ბავშვობა თავისებულად
ყველასთის საყვარელი ცხოვრების პერიოდია.
ჰყგავს იმ ხანმოკლე სიზმარს, რომელმაც მხცირე ხანს გასტანა , მაგრამ არასდროს გვავიწყდება.
წარმოგიდგენთ, პოეტთა იმ ნაწილს, რომლებმაც ბავშვობაზე უარი ვერ თქვეს და თავიანთ პოეზიაში მისი
უსაზღვრო მონატრება გადმოსცეს:
",ო, სიყმაწვილევ, აწი არასდროს ამგვარად აღარ ამეტყველდები“
/გალაკტიონი/
„ეჰ, რა იქნება ხელახლა დაიწყებოდეს თავიდან, რაც დროის დენამ შელახა, რაც დროსთან ერთად წავიდა, ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ, ნეტავი…“
/ლ. ასათიანი/
„გადაირბინა ამ ბონდის ხიდით, გადაირბინა ჩემმა ბავშვობამ და მოგონებებს, ტანზე რომ ვიხდი, არ უწერია მზეზე გაშრობა."
/შოთა ნიშნიანიძე/
„გაფრინდა ბავშვობის დღეები, მინდვრები,ჭალები,ტყეები, უეცრად მოვიდა შავებით სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან, მწუხარე ფერხულში ჩავებით და თვალი ცრემლებმა დაბინდა. ბალახი,მდინარე,ხეები, დღეები,ბავშვობის დღეები!“
/გალაკტიონი/
„ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის და თვითონ უნდა მიაბა იგი მიწას, რომელზეც გინდა რომ მოკვდე, როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.“
/ო.ჭილაძე/
მარიამ ნებიერიძე