
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2018 წლის ანგარიშშს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით დგინდება, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს.
ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება.
ანგარიშში წერია, რომ „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.