
თელავში ახალგაზრდა გოგომ დედა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს დაზიანებები მარცხენა მხარის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
დაჭრის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. დაშავებული შუა ხნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა.
ექიმის თქმით, ქალბატონს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მედიკოსებმა დაშავებული კლინიკიდან სალხში უკვე გაწერეს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის გასნზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დაჭრაში ბრალდებული გოგო პოლიციამ უკვე დააკავა.