"მებრძვიან როგორც პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს" - ენმ-ს კოორდინატორის სახლში ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" შეყარეს

Image

კიდევ ერთი თავდასხმა ოპოზიციაზე. სოფელ ვეჯინში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის სახლში ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" შეყარეს.

 

იგი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. უცნობმა პირებმა ეზოში სამი ალმოდებული ბოთლი შეაგდეს, რის შედეგადაც გაჩნდა ცეცხლი. ის მალევე ჩააქრეს, თუმცა დაზიანდა ერთი ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი. ოპოზიციის შეფასებით წინასაარჩევნოდ მათ წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმები ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული. გამოძიება სხვისი ნივთის, ან ქონების დაზიანების მუხლით დაიწყო.

"ეს არის ღია ბრძოლა, მე მებრძვიან როგორც პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის, სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ. აუცილებლად უნა მოხდეს გამოძიება, მე ამას ბოლომდე ჩავყვები,"- აცხადებს ელმირა ბეციაშვილი.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ღვინიაშვილი მომხდარ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ტერორს უწოდებს.

"ამ ადამიანს სახლში უგდებენ "მოლოტოვის კოქტეილს" და უშვებს ხელისუფლება რომ შეიძლება ამას ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლი მოჰყვეს. ეს არის ყველანაირი ზვარს გადასვლა უკვე. ისინი არიან განწირული წასაგებად,"-გიორგი ღვინიაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !