გია ცერცვაძე დაკრძალეს - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გმირი სამხედროს დაკრძალვაზე არ ყოფილან

Image

ქართველი სამხედრო, ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე დაკრძალეს. საქართველოსა და უკრაინის ომის გმირი გორში სამოქალაქო სასაფლაოზე დაასაფლავეს. პანაშვიდები გორში სამების სახელობის ტაძარში გაიმართა.

 

 

გია ცერცვაძის დაკრძალვას რიგითი ჯარისკაცები და სხვადასხვა სამხედრო ჩინის მქონე ყოფილი სამხედროები დაესწრნენ.

დაკრძალვაზე არ ჩასულა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი მათ შორის არც თავდაცვის მინისტრი და არც თავდაცვის სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსანი.

თავდაცვის სამინისტრომ ოჯახს გმირი სამხედროს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვაზე უარი უთხრა.

გია ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გია ცერცვაძე ლიმფომის მძიმე ფორმის დიაგნოზით ერთი წლის განმავლობაში კიევში მკურნალობდა. მან მკურნალობის კურსის ჩატარება ევროპის ქვეყნებში ვერ შეძლო, რადგან რუსეთის ფედერაცია წითელი ცირკულარით ეძებდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო. ის მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, ყველა მოვლენის თვითმხილველი იყო, სწორედ ამიტომ, გია ცერცვაძის თავიდან მოშორება რუსეთის ნომერ პირველ ამოცანად იქცა.

ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, უმაღლესი კვალიფიკაციის სამხედრო პირი და სპეცდანიშნულების გამოცდილი თანამშრომელი 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა, გათავისუფლების მიზეზები კი არ აუხსნეს. 2017 წლის იანვარში მთელმა მსოფლიომ გაიგო, როგორ გაუშვეს საქართველოს საზღვარზე რუსეთის მიერ ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი ქართველი სამხედრო, ისე რომ არ გააფრთხილეს, რომ მას რუსეთი ეძებდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !