ზაალ ანჯაფარიძე- „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ცალკეული ექსპერტები, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, წინასწარ აცხადებენ არჩევნებს გაყალბებულად და საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაჩენას ცდილობენ

Image

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, არასამთავრობო ორიგანიზაციები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. რა დარღვევებზე ამახვილებს მესამე სექტორი ყურადღებას და როგორია წინასაარჩვენო ფონი- ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

 

 

არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ერთობლივად წარადგინეს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების შუალედური ანგარიშები, რომლებიც წინა არჩევნებზე გამოქვეყნებულ ანგარიშების ფონზე საკმაოდ კრიტიკულია, თქვენ როგორ შეაფასებდით მათ მიერ მოყვანილ ფაქტებს წაინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და ცესკოს ან, ზოგადად ხელისუფლების რეაქციას?


როგორც წინა შუალედური ანგარიშებში ისე ამჟამინდელში, უარყოფითის გარდა დადებითი შეფასებებიც არის. ვიდრე შუალედური ანგარიშების შეფასებაზე გადავალ, მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რათა პროცესს არა ვიწრო, არამედ ფართო კუთხით შევხედოთ.გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ კიდევ განეკუთვნება საქართველო, რომელიც დემოკრატიის განვითარების კუთხით, იმყოფება ევროსაბჭოს მონიტორინგის ქვეშ და რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული არჩევნების ხანგრძლივი ტრადიცია, არჩევნებზე ხარვეზები მოსალოდნელია.


მთავარია, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე დემოკრატიის ხარისხის ზრდის ხარჯზე ამ ხარვეზების რაოდენობა მცირდებოდეს. პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ანგარიშებში დაფიქსირებულია, რომ საქართველოში საარჩევნო სტანდარტები უმჯობესდება და ცესკო ამ კუთხით პროგრესირებს. შესაძლოა ეს იმაზე ნელა ხდება, ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ პროცესი წინ მიდის. მე ამას ვამბობ არა ემოციებზე, არამედ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.


სამწუხაროა, რომ ცალკეული ექსპერტები, რომლებიც არ მუშაობენ საარჩევნო თემებზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო განაწყენებული არიან „ქართულ ოცნებაზე“,სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, დღეს სრულიად უაპელაციოდ, წინასწარ აცხადებენ არჩევნებს გაყალბებულად და ამით ცდილობენ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი გააჩინონ. ეს ყველაფერი შორს დგას ექსპერტული შეფასებისგან. წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ფიქსირდებოდეს დარღვევები და ისინი არის, მაგრამ მოდით ეს დარღვევები ექსპერტულად და არა ემოციების და პირადი სიმპათია-ანტიპათიების დონეზე შევაფასოთ. კერძოდ, რა სიხშირის, რა ხასიათის და რა მასშტაბის არის ეს დარღვევები და შეუძლია თუ არა იმოქმედოს ხალხის ნების თავისუფალ გამოვლინებაზე


რაც შეეხება უშუალოდ შუალედურ ანგარიშებს..


ავიღოთ მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წინასაარჩევნო გარემოს შუალედური შეფასება, სადაც ყველა ტიპის დამტკიცებული თუ სავარაუდო დარღვევების ჯამური რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტში არის მხოლოდ 17. „სამართლიანი არჩევნები“ ამ მხრივ უფრო „გულუხვი“ აღმოჩნდა და 94 დარღვევა დააფიქსირა, თუმცა ცესკოს მხოლოდ 32 განცხადებით ან საჩივრით მიმართა.


თვალში მომხვდა ცალკეული დარღვევების აღწერის ზოგადი ხასიათი, მაგალითად სავარაუდო მოსყიდვად არის შეფასებული პროდუქტების დარიგება და მატერიალური დახმარების სიტყვიერი დაპირება. არ არის ახსნილი, ეს არჩევნების კონტექსტში მოხდა თუ სხვა კონტექსტში.
დარღვევებს ჯერ კიდევ დადასტურება სჭირდება. გარდა ამისა, დარღვევები ერთგვაროვანი არ არის. ზოგი შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლად, ზოგი კი არა. მაგ. ფიზიკური შეხლა -შემოხლა სხვადასხვა პარტიების 

წევრებს შორის, ან პლაკატებზე საღებავის შესხმა, რამდენად ჩაითვლება ამომრჩევლის ნებაზე და არჩევანზე ზემოქმედებად.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის მცირე „გამონათებებიც.“ მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა  როგორც დადებით ტენდენციას, ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალადობრივ ინციდენტებს თითქმის არ ჰქონია ადგილი, მაშინ როდესაც საია-ს ანგარიშში ამის ფაქტებია მოყვანილი. დარღვევების ლომის წილი ე.წ. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მოდის. საიას ანგარიშისგან განსხვავებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში სამწუხაროდ არ არის მოყვანილი  რაოდენობრივი მონაცემები. კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებში მოხდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და რა ინტენსივობით. „საერთაშორისი გამჭვირვალობა“ რეკომენდაციებში აღნიშნავს  უწყებათაშორისი კომისიის არაეფექტურობას, მაგრამ პრობლემის გადასაწყვეტად დისკუსიების დაწყებას გვთავაზობს. ორგანიზაციას საკმაო რესურსები აქვს იმისათვის, რომ თავად წარმოადგინოს საბჭოს რეფორმირების გეგმა, რომელიც შეიძლება გახდეს დისკუსიის საგანი. რაც თვალში მომხვდა, საერთაშორისო გამჭვირვალობის რეკომენდაციებში  პრეტენზიების დიდი ნაწილი მოდის არა ცესკოზე, არამედ ხელისუფლების ადგილობრივ და ცენტრალურ სხვა სტრუქტურებზე

ხაზგასმით ვამბობ, რომ თვითოეული დარღვევა, თუკი ის რეალურად ფიქსირდება, ცესკოს მიერ  უნდა გადამოწმდეს და დროული რეაგირება მოხდეს.  

ანგარიშებში თითქმის არაფერია ნათქვამი წინასაარჩევნო გარემოს ისეთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმზე, როგორიც არის მედია გარემო, რომლის მეშვეობითაც საარჩევნო სუბიექტები ახდენენ ფართო აუდიტორიაზე წვდომას. ევროკავშირის ელჩი, რომელიც ბუნებრივია არცერთი პარტიის და კანდიდატის მომხრე არ გახლავთ, აღნიშნავს რომ  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დადებითი ტრენდი არის ის, რომ ინფორმაციის მიწოდების კუთხით ბალანსი ქართულ მედიაში მაღლა იწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. თუმცა რა თქმა უნდა მედიის პროფესიონალიზმი ჯერ კიდევ გაცილებით უკეთესის სურვილს ტოვებს. სრულიად ვიზიარებ ელჩის პოზიციას, სიძულვილის ენით გაჟღენთილ რეპორტაჟებზე და განცხადებებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით სცოდავს ერთ -ერთ ოპოზიციურ პარტიასთან აფილირებული ყველასათვის ცნობილი ტელეკომპანია და მისი ხელმძღვანელობა

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

მალხაზ პატარაია და დავით ქაცარავა სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

2018-09-24 17:29
ხვალ, 10:30 საათზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ "აფხაზთა კრების" ლიდერი მალხაზ პატარაია...

პროექტი: „ქალები მშვიდობის ჟურნალისტიკაში“

2018-09-23 18:57
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

"დედა, შემომხედე... ვერ ლაპარაკობს, მეც ფეხები მეკეცება..." - 112-ში შესული ერთი ზარის ისტორია

2017-11-10 23:45
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა "ფეისბუქში" 112-შის მიერ...

უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

2017-11-06 18:17
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. შესაბამისი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

ჩამოთვლილთაგან, რომელია თქვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო?

ტელევიზია - 29.4%
რადიო - 5.9%
გაზეთი - 0%
ინტერნეტი (საიტები, სოცქსელები) - 58.8%
ინფორმაციას არ ვეცნობი - 5.9%
ხმების რაოდნობა: 17
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0369
0.0101
100
RUB
 - 
4.0356
0.0091
1
USD
 - 
2.6593
0.0134

გუშინ:

ჰიტები:357 უნიკალური:295

მიმდინარე:

ჰიტები:148 უნიკალური:113