"ხალხი, რომელიც პრობლემებზე ლაპარაკობს ფაშიზმში არ უნდა დაადანაშაულო" - დევიდ კრამერი

Image

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლეთი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება - აცხადებენ ის ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, რომლებიც თბილისში სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებიან.

 

 

მოწვეულ სტუმრებს შორის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ფრენსის ფუკუიამა და ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი არიან. კრამერის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთისთვის ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

 

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, თუმცა კრამერმა ისაუბრა იმ ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელდა და, სადაც, მაღალი თანამდებობის პირების მიერ კორუფციაში ჩართვის შესახებ ეჭვები ჩნდება.

 

კრამერი ამბობს, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს საკითხი და კანონზე მაღლა არავინ უნდა დააყენონ.

ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასაც გამოეხმაურა. საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც მან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორის ფაშისტი უწოდა.

„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იყო ბრალდებები რომელიც ახლახანს გავიდა ეთერში ამას სერიოზულად უნდა მიუდგნენ და ობიექტურად გამოიძიონ.

ხალხი, რომელიც პრობლემებზე ლაპარაკობს ფაშიზმში არ უნდა დაადანაშაულო, მნიშვნელოვანია, რომ, ყველა ბრალდება დამტკიცებული იყოს ან უარყოფილი, არცერთ ქვეყანას არ აქვს იმუნიტეტი კორუფციაზე, საქართველო არ არის გამონაკლისი, მაგრამ კანონზე ზემოთ არავინ არ უნდა იდგეს“ - აცხადებს დევიდ კრამერი.

წყარო:რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !