-
2018-09-04 18:46
ბრიტანელი სამართალდამცველები ტელეკომპანია "BBC" მომხდარ ინცინდენტს იძიებენ. პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო, რომ არხის შენობასთან, საეჭვო ავტომობილი იყო გაჩერებული და ტერაქტის საფრთხე არსებობდა.
ადგილზე ანტი-ტერორისტული ქვედანაყოფი და გამნაღმველების მობილიზება მოხდა. სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ბიბისის შენობის ბლოკირება მოახდინეს და მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს.
საეჭვო მიკროავტობუსი სპეციალისტებმა სპეციალური რობოტის გამოყენებით შეისწავლეს და ააფეთქეს. დათვალიერების შემდეგ მიკროავტობუსში მუყაოს ყუთები და მოტოციკლი აღმოაჩინეს. ძალოვანების ცნობით, ავტომობილში ასაფეთქებელი და საბრძოლო საშუალებები არ იყო და ტერაქტის განგაში ცრუ აღმოჩნდა.