შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიებზე ბორდერიზაცია - ნატო-საქართველოს კომისიამ დეკლარაცია გამოაქვეყნა

Image

ნატო-საქართველოს კომისიის მიერ მიღებული დეკლარაციის შინაარსი ცნობილია. დეკლარაცია  გამოქვეყნდა.

 


დეკლარაცია 8 პუნქტისგან შედგება და მასში საუბარია ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე,
ალიანსი მოითხოვს რუსთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ტერიტორიების ბორდერიზაცია და მილიტარიაზცია.
გარდა ამისა, ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და მასში საქართველოს ჩართულობა.

 


„ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები და მთავრობები აფასებენ საქართველოს ჩართულობას და წვლილს შავი ზღვის უსაფრთხოების ორმხრივ ცნობადობასა და სტრატეგიულ დიალოგში. ამ კუთხით ახალი ნაბიჯები იქნა ინიცირებული. მივესალმებით საქართველოს წინადადებას უზრუნველყოს ლოგისტიკური მხარდაჭერა ნატოსა და მოკავშირეებისთვის და ასევე სწავლების დაწყებას საქართველოს სანაპირო დაცვის სააბორდაჟე-მოიერიშე ჯგუფებისთვის. მოკავშირეები გეგმავენ დაეხმარონ საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში“-ნათქვამია დეკლარაციაში.

 


მე-6 პუნქტში საუბარია, რომ ბუქარესტის სამიტის განაცხადი,რ ომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ძალაშია და ძალაში რჩება ასევე ისიც, რომ მაპის მინიჭება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.
„მოკავშირეები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტრის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი MAP-ით, როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტი, ისევე როგორც შემდგომი გადაწყვეტილებები.

 

ისინი მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულია 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობები ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ იარაღს წევრობისთვის, კერძოდ, ნატო-საქართველოს კომისიას, ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამასა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს. მოკავშირეები აღიარებენ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით, რომლებიც საქართველომ გაატარა და უნდა გააგრძელოს; რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, მიაღწიოს პროგრესს წევრობისთვის მომზადების გზაზე და რომლებიც აძლიერებენ ალიანსთან საქართველოს თავდაცვისა და ურთიერთქმედების შესაძლებლობებს,”-ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.
წყარო: რუსთავი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !