ქართველ მესაზღვრეებს რუსული მხარე საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს - სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი განმარტება

Image

ქართველ მესაზღვრეებს, კობა მაჭარაშვილსა და გიორგი კერესელიძეს, რუსული მხარე საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.

 

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ სასაზღვრო პოლიციის უფროსმა პირველი განმარტება გააკეთა.

თემურ კეკელიას თქმით, ქართულ მხარეს არ შეუძლია დაადასტუროს, ქართველი მესაზღვრეების დაკავება იყო თუ არა რუსი სამხედროების მიერ გატაცება.

 

„27 ივნისს მოხდა მათი გასვლა სასაზღვრო-პოსტის დროებით საგუშაგოს გახსნის მიზნით. ეს არის საქართველო-დაღესტნის მონაკვეთზე. გზა გარკვეულ მონაკვეთებზე არის საზღვრის ხაზთან, სადაც ამ მონაკვეთზე მოხდა მათი შეჩერება რუსი მესაზღვრეების ჯგუფის მიერ, რომელთაც განაცხადეს, რომ საზღვრის დარღვევა მოხდა და ვითარების გარკვევის მიზნით რუსული მხარის საგუშაგოზე გადაიყვანეს,“- განაცხადა თემურ კეკელიამ.

 

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მესაზღვრეები ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ვერტმფრენი ბაზის ტერიტორიაზე დაეშვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მესაზღვრე რუსმა სამხედროებმა დღეს გადმოსცეს. "კურიერის" ინფორმაციით, კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე საკუთარ სახლებში უკვე გადაიყვანეს.

ქართველი მესაზღვრეები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დააკავეს.

წყარო: რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?