ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გომთან მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს თურქული სანომრე ნიშნით მოძრავი ტრაილერი და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი შეეჯახნენ.
"კურიერის" ინფორმაციით მსუბუქი მანქანით 3 ადამიანი მგზავრობდა, შეჯახების შედეგად ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი კი მძიმე დაზიანებებით გორის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
წყარო: რუსთავი2