რუსეთს არ უნდა, რომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დავუჭიროთ - მეუფე ანტონი

Image

წმინდა სინოდის სხდომის განჩინების გამოქვეყნებამდე 47 მღვდელმთავრის გუშინდელი შეხვედრის დეტალების შესახებ "კურიერს" ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ესაუბრა.

 

 

მეუფე ანტონის თქმით, შეხვედრაზე უკრაინისა და მსოფლიო საპატრიარქოს წინადადებებთან ერთად შეკრებილებმა მოისმინეს რუსული ეკლესიის პოზიციაც.

კითხვაზე ემხრობა თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ქართული ეკლესია - მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი, სავარაუდოდ, სინოდის მომდევნო სხდომამდე ჩამოყალიბდებიან.

„რუსეთის ეკლესიის, ილარიონის წინადადებასაც გავეცანით. აქედან მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის წინადადებას და რუსეთის საპატრიარქოს ეძნელება ამ საკითხის დადებითად გადაჭრა. ასე რომ ვთქვათ, მათ არ უნდათ, რომ მხარი დავუჭიროთ.

 

ჩვენ ინფორმაციის სახით მივიღეთ ეს, დანარჩენი გავიაზრეთ, ვიმსჯელებთ, მოვემზადებით შემდეგ სინოდის სხდომამდე,“-აცხადებს მეუფე ანტონი.

რაც შეეხება პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოს, უწმინდესის განმარტებების მიუხედავად, მღვდელმთავრების ნაწილს მასთან დაკავშირებით კითხვები ისევ აქვს.

მეუფე შიოს უფლებამოსილების შესახებ საჯარო კითხვები სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, ფოთელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა დასვა.

 

„მეუფე შიოს უფლებამოსილებები გაიმიჯნა, იმიტომ, რომ ერთ ტახტზე, ისევე როგორც ერთ ცხენზე ორი მხედარი არ იქნება. ერთ ტახტზე ორი მესაყდრე არ იქნება. ანუ მეუფე შიო შეასრულებს იმ ლოცვა-კურთხევას, რომელიც მისი უწმინდესობიდან ექნება,“-განაცხადა მეუფე ანტონმა.

წყარო:რუსთავი 2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !