ინდონეზიაში კუნძულ სუმატრაზე ტობას ტბაზე ბორანი ჩაიძირა, მაშველები 128 მგზავრს ეძებენ.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორანზე 90 ამდე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მაშველთა სამსახურის განცხადებით, მათ მოსახლეობამ მიმართა, ახლობლების დაკარგვის ცნობით, რომლებსაც ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ასევე დაუზუსტებელი ცნობებით, კატასტროფის შედეგად გარდაცვლილია 1 ადამიანი.