ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იუწყება.
სანქციები ძალაში 2019 წლის 23 ივნისამდე იქნება.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან 4 წლის შემდეგ, ევროკავშირის საბჭო ადასტურებს, რომ არ ცნობს და გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას, - ნათქვამია განცხადებაში.