"ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.
ამის შესახებ პარტიის ოფისში სპეციალური განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან მამუკა ბახტაძეს წარმატება უსურვა.
„გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერის კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.