-
2018-06-13 18:53
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა.
„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა - მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.