ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის მოვალეობას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია, რომელიც რუსეთის ლიდერისთვის რიგით მეოთხე იყო, კრემლის დიდ სასახლეში გაიმართა.
ვლადიმერ პუტინმა ფიცის დადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა სამუშაო კაბინეტი და კრემლის მეორე კორპუსში ახალი ლიმუზინით გაემგზავრა. ინაუგურაციის ცერემონიას 2 ათასი სტუმარი დაესწრო.