
საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი განმარტავს, რომ ქუჩის აქციები გაგრძელდება, სანამ ის დროებითი მთავრობის პრემიერი არ გახდება.
პაშინიანი მიიჩნევს, რომ დემონსტრაციები იქამდე უნდა გაგრძელდეს სანამ მმართველი პარტია პარლამენტში საშუალებას მისცემს გახდეს პრემიერ მინისტრი.
ოპოზიციის ლიდერი სომხეთში რუსეთის ელჩს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები კორუფციისა და არაეფექტური მმართველობის წინაარმდეგაა მიმართული და არა რომელიმე გარე სახელმწიფოს წინაარმდეგ.
"არა რუსეთის წინააღმდეგ, არა აშშ-ს ან ევროკავშირის წინააღმდეგ, არა ირანის ან საქართველოს წინააღმდეგ, ეს შიდაპოლიტიკური პროტესტია"- განაცხადა პაშინიანმა.