„დასავლეთი ბრუნდება. საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ხმას“ - სააკაშვილი სარგსიანის გადადგომას ეხმაურება

Image

სომხეთში განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს არის აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ და რეგიონში რუსული გავლენები სუსტდება.

 

 

„ის, რაც მოხდა სომხეთში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მასშტაბის მოვლენა. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება პირველ რიგში. მე ბევრ სომეხთან მაქვს ურთიერთობა და მათ ყელში აქვთ ამოსული, რომ  რუსეთი მოაჯდა იქ ყველაფერს თავს და ეს არის გამოვლინება რომ ხალხის ნება არის ყოველთვის უმთავრესი. რომ ხალხი ყველანაირ ოლიგარქიას დაამარცხებს.

 

ყველანაირ ტყუილებს დაამარცხებს და ხალხი ყოველთვის გამოვა გამარჯვებული. ეს არის ძალიან შავი დღე ვლადიმერ პუტინისთვის იმიტომ, რომ ჯერ დასავლეთი დაემუქრა და გაატარა მის მიმართ სანქციები, მის ოლიგარქებს დაარტყეს და ახლა პრაქტიკულად ავიწროებენ მისი გავლენების არეალს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით რუსეთის დასუსტებას და იმ მოვლენებს, რაც ახლა სომხეთში ხდება საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

 

„2012 წელს ჩვენ თავზე მოგვახვიეს სწორედ იმის გამო, რომ რუსეთის გავლენა გაძლიერდა და დასავლეთი ჩვენს რეგიონში შესუსტდა. ახლა ყველაფერი პირიქით მიდის.

 

დასავლეთი ბრუნდება. საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ხმას, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის თავისუფლებას და ვერანაირი ფული, ვერანაირი ხრიკები, ყველაფერი ეს ჰქონდა სარგსიანს საკმარისზე მეტი, ვერანაირი რუსეთის მხარდაჭერა, ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეაჩერებს ხალხის სუვერენულ უფლებას იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უნდა გათავისუფლდეს ოლიგარქებისგან, ბანკებისგან და წნეხისგან.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?