ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 26 და 27 წლის ორი პირი ქალაქ ლინცში აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ავსტრიის რამდენიმე ქალაქში, საერთო ჯამში, 11 ქურდობა ჩაიდინეს და 3000 ევროს ღირებულების საქონელი მოიპარეს.
ისინი ძირითადად, ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ.