თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისი-სტამბოლი რეისის მგზავრი იყო.
გარდაცვლილი 1989 წელს დაბადებული მამაკაცია. ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.