დღეს დიდი ხუთშაბათია. სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 12 მღვდელს სიმბოლურად ფეხი დაბანა.
ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.