არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 40 დღე გავიდა - დღეს მას 35 წელი შეუსრულდებოდა

Image

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 40 დღე გავიდა. დღეს მას 35 წელი შეუსრულდებოდა.

 

ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველი სამხედროს ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.

გმირულად დაღუპული ჯარისკაცისათვის პატივის მისაგებად სასაფლაოზე მივიდნენ ასევე მთავრობის წარმომადგენლები. მათი თქმით, ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედებულია სიმართლის დასადგენად, პარალელურად, გამოძიებას ატარებენ ქართველი სამართალდამცავებიც, რათა დადგინდეს სიმართლე და გამოვლინდნენ დამნაშავეები.

 

„დღეს მისი 35-ე დაბადების დღეც არის და ოჯახს ამხელა ტრაგედიითა და ტკივილით უწევს ამ თარიღთან შეხვედრა, პირველ რიში, მინდა გითხრათ, რომ როგორც ადრე განვაცხადე. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენი ინტერესი და ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრის, ჩვენი პარტნიორების, დარწმუნებული ვარ, გახლავთ ის, რომ ეს გამოძიება მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდეს, იმისათვის რომ დადგინდეს ზუსტი გარემოებები და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, ვინც ეს ჩაიდინა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

განცხადება გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროს სიკვდილმა რუსული ოკუპაციის სახე მთელ მსოფლიოს დაანახა.

 

„არჩილ ტატუნაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს სამსახურში გაატარა და რომელმაც თავისი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა. მეორეს მხრივ, მისმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ოკუპაციისა და ოკუპანტის არა ადამიანური სახე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო: რუსთავი2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?