-
2018-03-30 16:51
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს დიდმარხვის ყველაზე მძიმე დღეს - წითელ პარასკევს აღნიშნავს.
იერუსალიმში, ვია დოლოროსას ქუჩაზე, ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. სამგლოვიარო რიტუალს ვატიკანში რომის პაპი გაუძღვება, რომელმაც ტრადიცია არც წელს დაარღვია და ფეხთბანის წესი რომის ერთ-ერთ ციხეში შეასრულა.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფეხი 12 მსჯავრდებულს დაბანა.მათ შორის იყვნენ მუსლიმებიც. საპატიმროს დატოვებამდე პაპი ციხის ხელმძღვანელს შეხვდა და განაცხადა, რომ სასიკვდილო განაჩენი არც ქრისტიანული და არც ჰუმანურია.