
ოკუპირებული აფხაზეთიდან 2 აპრილის შემდეგ რუსეთში ხილსა და ბოსტნეულს ვეღარ შეიტანენ.
გადაწყვეტილება რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომა რუსეთის ტერიტორიაზე ფაროსანას გავრცელებას ხელს შეუშლის.
აიკრძალება ასევე ხის ყუთები და სხვა შესაფუთი საშუალებების შეტანაც. უწყებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინსპექციის შემდეგ დაადგინა, რომ ფაროსანამ პროდუქციის დიდი ნაწილი დააზარალა.