რუს დიპლომატებს ევროკავშირის 16 წევრი და 5 არაწევრი სახელმწიფო აძევებს

Image

დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა 21-მა ქვეყანამ გამოუცხადა. რუს დიპლომატებს ევროკავშირის 16 წევრი და 5 არაწევრი სახელმწიფო აძევებს. შეერთებულ შტატებს ერთკვირიან ვადაში ყველაზე მეტი რუსი დიპლომატი დატოვებს.

 


დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში მომხდარი ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი და დაზვერვის ოფიცერი დატოვებს.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დღეს ანალიტიკოსები გამოეხმაურნენ.

„ცხადია, შეერთებულ შტატებში იყო რუსეთის ფარული თანამშრომლების არაპროპორციული რაოდენობა, რომლებიც სადაზვერვო სამსახურების ოფიცრებად მუშაობდნენ. ბრიტანეთისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საფრთხეების გათვალისწინებით, სწორედ ეს პირები აღმოჩნდნენ ადმინისტრაციის ამ ქმედების სამიზნედ. თუმცა, ბატონ სკრიპალზე თავდასხმა სავარაუდოდ არ განხორციელებულა ბრიტანეთში მომსახურე პირისგან. რუსეთს ამ ოფიციალური პირების გარდა საჯაშუშო საქმიანობის სხვა არაერთი საშუალება აქვს. გაძევებამ შეიძლება შეზღუდოს აქ რუსეთის სადაზვერვო საქმიანობა, მაგრამ მას ნამდვილად ვერ შეაჩერებს,“ - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა მარკ სიმაკოვსკიმ.
ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ჯონ ჰერბსტი ბრიტანეთის მთავრობისგან მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯების გატარებას ელოდება.
„ერთადერთი, რაც მაღელვებს, ამ აგრესიაზე ბრიტანეთის სუსტი პასუხია. იმედი მაქვს, ბრიტანეთის მთავრობა არ იტყვის: შეხედეთ, ყველამ მხარი დაგვიჭირა და საკმარისი გავაკეთეთო. ვფიქრობ, ბრიტანეთმა უნდა აამოქმედოს კრემლის წინააღმდეგ სანქციები, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროზე. ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს შეერთებული შტატებისთვის და სხვა ქვეყნებისთვის მათთან მიერთება და დამატებითი სანქციების დაწესება, ქიმიური ტერორიზმის საპასუხოდ,“ - ჯონ ჰერბსტიმ.
განცხადება გააკეთა თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ ჰილიმ.

„უკვე მეორედ, ბოლო ათწლეულში სამხედრო კლასის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს იმ ადამიანების მოსაკლავად, რომლებსაც რუსეთთან კავშირი ან უთანხმოება აქვთ,“ - აღნიშნა ჰილიმ.

წყარო:რუსთავი2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?