აგარის შაქრის კომპანია სახალხო დამცველის აპარატს პროცესების მონიტორინგს სთხოვს

Image

 

 

 

შპს „აგარის შაქრის კომპანიის“ წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გავრცელებული მუქარისა და უწყვეტი საპროტესტო აქციების გამო, კომპანია პროცესების პირად კონტროლზე აყვანას სახალხო დამცველის აპარატს სთხოვს.

 

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ შრომითი უფლებების დაცვას, თუმცა საფრთხე ექმნება მესაკუთრის უფლებებს. სწორედ ამიტომ, ითხოვენ, რომ პროცესს მონიტორინგი გაუწიოს სახალხო დამცველის აპარატმა, როგორც დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა დამკვირვებელმა.

 

მდგომარეობის გამწვავების თავიდან აცილებისთვის, ასევე, საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისთვის „აგარის შაქრის კომპანიამ“ სახალხო დამცველთან გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა. ამასთან, გამოქვეყნებულია ა/წ 21 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაგზავნილი დოკუმენტიც. სახალხო დამცველთან გაგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს სახალხო დამცველს,

ქალბატონ ნინო ლომჯარიას,

შპს „აგარის შაქრის კომპანიის“

დირექტორის, ალხან ალიზადას

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან აგარის შაქრის კომპანიის ქარხანა არის კონსერვაციაზე, რის გამოც, კომპანიამ ქარხნის თითოეულ თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომის კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით და გასცა კანონით დადგენილი კომპენსაციები (ერთ მილიონ ლარამდე).

 

ქარხნის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი შემდეგია: 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქრის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც საქართველოში ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო ისედაც გაზრდილი თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა კიდევ უფრო გაზარდა. ამ ფაქტმა თეთრ შაქარზე ფასების გლობალური შემცირება გამოიწვია, შაქრის ნედლეულის ფასი კი მსოფლიო ბაზარზე არ შეცვლილა. „აგარის შაქრის კომპანიისთვის“ ნედლეულის გადამუშავების ხარჯები იგივე დარჩა. აქედან გამომდინარე,  აგარის შაქრის მიერ წარმოეული პროდუქტი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა და ქარხანა გადავიდა კონსერვაციაზე.

 

ბოლო 3 (სამი) კვირის განმავლობაში, ყოფილი დასაქმებულები ქარხნის ადმინისტრაციული შენობის წინ მართავენ სადღეღამისო, დემონსტრაციულ აქციებს და ავრცელებენ მუქარის შემცველი შინაარსის მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები ქარხანაში და ქარხნის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე შესვლას უბლოკავდნენ კომპანიის არსებულ თანამშრომლებს. გარდა ამისა, ქარხნის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამუდმებით ანთია ცეცხლის კოცონი, რამაც, შესაძლოა, გაუფრთხილებლად თუ განზრახ, მიაყენოს რაიმე სახის ზიანი როგორც ქარხანას, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიას.

 

2018 წლის 18 მარტს, სამაუწყებლო კომპანია იბერია ტვ-ს ეთერში,  გავიდა გადაცემა „X-ზონა“, რომელშიც ნათლად იკვეთება ყოფილი თანამშრომლების მუქარა. კერძოდ, ყოფილი თანამშრომლების მტკიცებით, გარდა ქარხნის ამუშავებისა, სხვა მიზნით მოსულ ინვესტორს თუ მოქმედ მფლობელს ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. ისინი ითხოვენ, რომ თუ ქარხნის მოქმედ მფლობელს მისი ამუშავებისა და თანამშრომლების სამუშაოსე აღდგენის შესაძლებლობა არ გააჩნია, ქარხანა სამართავად გადაეცეთ მათ. აქედან გამომდინარე, არსებობს კანონიერი მფლობელისა და მესაკუთრის კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის მოსალოდნელი საფრთხე.

 

სამომავლოდ სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, ჩაერთოთ პროცესებში, შეისწავლოთ და  პირად კონტროლზე აიყვანოთ საქმე.  „აგარის შაქრის კომპანიას“ მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს როგორც შრომითი, ისე მესაკუთრის უფლებები. ვთვლით, რომ პროცესების სწორად წარმართვის მიზნით, მონიტორინგი უნდა განახორციელოს სახალხო დამცველის აპარატმა", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !