„დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში'' - საპატრიარქოს განცხადება

Image

საქართველოს საპატრიარქოს სახელი, მამამ მიქაელ ბოტკოველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რომელმაც ჯერჯერობით შედეგს ვერ მიაღწია და ამის გათვალისწინებით, დაგეგმილია ახალი პროვოკაცია უმაღლესი იერარქის მიმართ:


"ეკლესიასთან ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს. რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა. საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და რა თქმა უნდა ციანიდის საქმე.

რატომ ხდება ეს? გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათოლიკოს პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი. მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისათვის. მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ლგბტ პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ლიბერალიზაციის არასწორ სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას. რომ იგი იღწვის წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად მართლმადიდებლური სწავლების დაცვისათვის და ა.შ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისათვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც ჩვენი ინფორმაციით იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებული.

მივმართავთ ყველას ვისაც გული შეტკივა ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აყვნენ ცილისმწამებლებს,პროვოკაციებსა და მიზანმიმართულ ბოროტ ქმედებებს. ვფიქრობთ, მალე გაირკვევა სინამდვილეში ვის რა მიზანი ამოძრავებს და რას ემსახურება.

საქართველოს მართლმადიებლი ეკლესია კი უფლის მადლით იყო არის და იქნება ღვთისა და ერის სამსახურში და მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ქვეყნისა და ხალხისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვას არასოდეს შეწყვეტს. განხორციელებული შემოტევები კი მას უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს." განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !