
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვადამდელი საპპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე და 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენაზე თანახმაა.
ამის შესახებ ინფორმაცია იანუკოვიჩის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. განცხადებაში აღნიშნულია რომ ეს ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას დაარეგულირებს. პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს, დაიწყოს მუშაობა ეროვნული თანხმობის მთავრობის შესაქმნელად.