-
2014-02-21 14:28
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი წერს, რომ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს არ ახსენა რუსეთის ნეგატიური როლი უკრაინის კრიზისში.
„მარგველაშვილმა საერთოდ, არც ერთ კონტექსტში არ ახსენა რუსეთის როლი და პასუხისმგებლობა უკრაინის კრიზისის დაწყებასა და ბოლო მოვლენებში. უბრალო მშრალი შეშფოთებით შემოიფარგლა. არაფერი არ თქვა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი საქართველოსთვის და ზოგადად თავისუფლებისთვის. მეტიც, მან თქვა რომ თითქოსდა იანუკოვიჩს უწევს ქვეყნის დაყოფის მცდელობებთან გამკლავება (ანუ მაიდანი ქვეყნის დაყოფისკენაა მომართული?!). მან ასევე არ თქვა რომ ყველა ვალდებულია პატივი სცეს უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს!
ეს თავისთავად უკვე ძალიან სამარცხვინოა, თავისმომჭრელი და საქართველოსთვის საზიანო!“, – წერს დეპუტატი.