-
2014-02-21 14:08
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოდის. პრეზიდენტის თხოვნით დეპუტატებმა უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს:
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წავრსდგე ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხებით. მსურს გამოვხატო ჩემი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველანი შეშფოთებული ვართ იმ რეალობით, რასაც თვალს ვადევნებთ, ვითარება უკიდურესად მძიმეა, ჩვენთვის მძიმეა ის, რომ საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა ამ მოვლენების შედეგად, მსურს გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსვნას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.