-
2014-02-21 13:21
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს, რომ მმართველმა გუნდმა უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას:
,,სამწუხაროდ, ვითარება საკამოდ დაძაბულია უკრაინაში და მოვლენებიც ცუდად ვითარდება, ამიტომ მოვუწოდებთ დღევანდელ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ქმედითები იყონ. აუცილებელია საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. ქართველი ექიმების დიდი ნაწილიც მზადაა ჩავიდნენ უკრაინაში და დაჭრილებს დახმარება გაუწიოს. მნიშვნელოვანია ისიც , რომ საქართველოში ეს დღე გლოვის დღედ გამოცხადდეს, რადგან იქ თავისუფლებისთვის ბევრი ადამიანი დაიღუპა", – განაცხადა ვაშაძემ.