2020 წლის არჩეულმა პარლამენტმა გადაწყვიტოს რა წესით აირჩევენ პრეზიდენტს 2023 წელს-უსუფაშვილი

Image

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბრობს.

ის აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არსებობს, როგორც იმის შესაძლებლობა, რომ 2023 წელს საქართველოს ჰყავდეს არჩეული პრეზიდენტი, ასევე იმისაც, რომ 2020 წელს არჩეულმა პარლამენტმა გადაწყვიტოს, თუ რა წესით აირჩევა 2023 წელს ახალი პრეზიდენტი.

"პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერა და ვერ ვაქციეთ იმად, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია - სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლოდ და გარანტად. ასე გაგრძელება უბრალოდ დაუშვებელია, არა ზვიადის, ედუარდის, მიშას, გიორგის მიმართ, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს ერთნაირად უნდა გაითვალისწინონ მომავალმა ზვიად-გიორგიებმაც და მთელმა საქართველომაც. შექმნილ ვითარებაში, სწორედ ამის გაუთვალისწინებლობა იქნება "ოცნების" მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, თუმცა, არსებობს გამოსავალი.

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელითვე, ერთი მხრივ, 2023 წლამდე ქვეყანას ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. მეორე მხრივ, გარკვეულ შემთხვევებში, კონსტიტუციური ცვლილებებით, ორი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებაა გათვალისწინებული. ამ ორი პოლიტიკური და სამართლებრივი მიდგომის ერთობლიობა (სათანადო ტექნიკური დამუშავების შემდეგ) იძლევა შესაძლებლობას, რომ 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელს არჩეულ პარლამენტს მივანდოთ.

ამ შემთხვევაში, მინიმუმ 4 წლით ერთნაირად დაკმაყოფილდება დღეს არსებული ყველა მოთხოვნა და პოზიცია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას დაეფუძნება, ვინაიდან, 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პოლიტიკური ძალები ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლიან",- განაცხადა უსუფაშვილმა.


თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?