ჯავახიშვილის ქუჩაზე მკვლელობის საქმე-შსს განცხადებას ავრცელებს

Image

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე გახსნილია და სამი პირია დაკავებული.

 

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით არიან დაპატიმრებულები, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

 

მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა 2 ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ხოლო მესამე ბრალდებული - სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს.

 

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო. 

 

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი ჯგუფურად და ისეთი საშუალებებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე, 376-ე და 236-ე მუხლებით)“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?