-
2017-05-04 22:30
ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს - აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
საქმე ორი, 109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება) მუხლებითაა აღძრული.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, ინგოროყვას კლინიკაში მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები იყო. მათივე თქმით, ავტომობილს, რომელსაც ის მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.