
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დასრულდა.
გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ უმრავლესობის შეთავაზებას იღებენ და სახალხო განხილვებში ჩაერთვებიან.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტი ხვალ ქუთაისში დაგეგმილ პირველ საერთო განხილვას ევროკომისართან დაგეგმილი შეხვედრის გამო ვერ დაესწრება.