
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით მოკლა.ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რას განზრახ მკვლელობას გულისხმობს.