
სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას კვლავ უშედეგოდ ცდილობენ.
აქცია მთავრობის კანცელარიასთან უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.
დაზარალებულები პრემიერ მინისტრთან შეხვედრას, ზარალის ანაზღაურება და საბანკო ვალდებულებების გადავადებას მოითხოვენ.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებს გააგრძელებენ.